რესტორნის პროგრამა — 5 ნიშანი, რომ შეცვლის დროა
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი 5 პუნქტიდან 2 მაინც გეცნობა — პრობლემას პროგრამა ქმნის, არა თანამშრომლები.
როდესაც რესტორნის პროგრამა ვერ მუშაობს გამართულად, პრობლემა ყოველთვის პერსონალის შეცდომებში არ არის. რესტორნის ყოველდღიური დატვირთვა განსაკუთრებულია — ადამიანური შეცდომები აქ უფრო იოლად ხდება, რადგან სტუმრის დრო და ემოცია ერთდროულად მოქმედებს. ამიტომ, თუ სისტემა არ ეხმარება, პრობლემა მთელ გუნდზე გადადის: მიმტანებზე, ოპერატორებზე, მენეჯერებზე, ბუღალტერიაზე და ბოლოს — მფლობელზე.
რესტორნის გუნდის სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, მუშაობს თუ არა სისტემა მათთვის და არა მათ წინააღმდეგ. როცა პროგრამა გამართულია, მენეჯერები ხედავენ რეალურ ბრუნვას, ინვენტარი ემთხვევა, მიმტანებს არ აქვთ ზედმეტი ნერვიულობა და სტუმრებსაც უწყვეტი სერვისი ხვდებათ. საბოლოოდ, ტექნოლოგია ხდება არა დამხმარე ნაწილი, არამედ ბიზნესის სიძლიერე — და სწორედ ამიტომ დღეს რესტორნის პროგრამა არის არა არჩევანი, არამედ სტაბილური მუშაობის პირობაც.
საინტერესოა: როდის არის პროგრამა რეალურად შემაფერხებელი და არა დამხმარე?
5 ნიშანი, რომ რესტორნის პროგრამის შეცვლის დროა
აქ ჩამოთვლილი პუნქტებიდან თუ მხოლოდ ორი მაინც გეცნობა, დიდი ალბათობით დაბრკოლებას ტექნოლოგიური მხარე ქმნის, არა თანამშრომლები.
1️⃣ მაგიდები ან შეკვეთები ქრება / იკარგება ეკრანიდან
ეს არ არის პერსონალის პრობლემა — პროგრამას არ აქვს სტაბილური შეკვეთების მენეჯმენტი და ეს პირდაპირ კავშირშია ე.წ ბაგებთან.
2️⃣ ქვითრები, გაუქმებები ან ცვლილებები რეპორტინგში აცდენას იწვევს
თუ აღრიცხვა უამრავი ხელით მოქმედებას ითხოვს, სისტემა პროცესს ართულებს, არა ამარტივებს.
3️⃣ მიმტანები ერთმანეთთან იძიებენ, „ვისი შეკვეთა სად წავიდა“
ეს ნიშნავს, რომ რესტორნის პროგრამა არ უზრუნველყოფს გამართულ სტატუსებს, ლოგირებას და ტრეკინგს.
4️⃣ მენიუში ცვლილება რთულია და საათებს ან დღეს სჭირდება
რესტორნის პროგრამას უნდა შეეძლოს მენიუს განახლება სწრაფად და მინიმალური ქაოსით.
5️⃣ თანხები, მარაგები და რეალური ბრუნვა ერთმანეთს არ ემთხვევა
ინვენტარიზაცია და ბუღალტერია აღარ უნდა იყოს გამოცანა — თუ აცდენაა, პრობლემა სისტემაშია.
გაუმართავი რესტორნის პროგრამა კონფლიქტებს აჩენს. გამართული პროგრამა — ამცირებს.
ეს ნიშნები არ უკავშირდება მხოლოდ პერსონალის არაკვალიფიციურობას.
რესტორნის თანამშრომლების შეცდომების მთავარი მიზეზი არის დატვირთვა + ცუდად აწყობილი სისტემა.
რესტორნის კარგი პროგრამა უნდა:
-
📌 ამცირებდეს ფროდულ შემთხვევებს
-
📌 ამცირებდეს საკომუნიკაციო კონფლიქტებს
-
📌 ამარტივებდეს აღრიცხვიანობას და ბუღალტერიას
-
📌 სწორი პროგრამა ამცირებს კონფლიქტებს, ამარტივებს აღრიცხვას და აძლევს მენეჯერს სრულ კონტროლს
ხარისხიანი ტექნოლოგია რესტორანში ეს აღარ არის ფუფუნება —
ეს არის სტაბილური მუშაობის ერთადერთი საფუძველი და სტანდარტი.