პარიზი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქალაქი, სადაც ხელოვნების, ისტორიისა და კულტურის ერთობლიობა საუკეთესოდაა შერწყმული. თუმცა, არსებობს ერთი ადგილი, რომელიც ამ ყველაფრის საუკეთესო შერწყმაა – „Café de Flore“ – კაფე, რომელიც პარიზის ლათინურ უბანში მდებარეობს.
„Café de Flore“ თითქმის 130 წელია პარიზის კულტურული და ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრია. აქ ხშირად ხვდებოდნენ მსოფლიოს საუკეთესო მწერლები, მხატვრები და ფილოსოფოსები, მათ შორის, ჟან-პოლ სარტრი და სიმონ დე ბოვუარი. მათთვის ეს ადგილი არა მხოლოდ ყავის დასალევი, არამედ საუკეთესო ლოკაცია იყო იდეების ფრთების შესასხმელად.
რატომ უნდა ესტუმროთ?
„Café de Flore“-ში დღესაც იგრძნობა პარიზის კლასიკური სული, სადაც დრო თითქოს გაჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ კაფე დღეს ფართოდ ცნობილია ტურისტებისთვის, მისი ატმოსფერო მაინც უცვლელია. ინტერიერი სავსეა ავეჯით, რომელიც ნოსტალგიითაა გაჟღენთილი – წითელი ლაქოვანები, პატარა მაგიდები, რომლებიც საუკეთესო გარემოს ქმნის იმისთვის , რომ მიირთვათ უგემრიელესი კრუასანი და დააგემოვნოთ უგემრიელესი ყავა.
კულტურა და გემო
განსაკუთრებული რამ არის არა მხოლოდ ისტორია, არამედ იმ ადგილობრივი გემოს შექმნა, რომელიც აქ იგრძნობა. ყავა, რომელსაც აქ სვამ, ზუსტად ის რიტუალია, რაც პარიზის ჭეშმარიტ აღქმაში გეხმარება.
მყუდრო ატმოსფერო, ლამაზ ფარდები და თბილი განათება ქმნის ისეთ გარემოს, სადაც შესაძლებელია უბრალოდ ესაუბროთ მეგობრებს ან, პირიქით, განმარტოვდეთ, მიირთვათ სასმელი და შეიგრძნოთ ქალაქის ენერგია.
„Café de Flore“ არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც ყავას მიირთმევენ. ეს არის ადგილი, სადაც დრო, ხელოვნება და კულტურა ერთმანეთთან ჰარმონიაში თანაარსებობს.
ეს ლოკაცია უბრალოდ პარიზის გულია