ტრადიციული სუფრის კვალდაკვალ

A Georgian table is like a small show — with poems, delicious dishes, and hospitality. It's such an emotional and calorie-laden combination that in the end, we all say in unison: "I can't take it anymore."

ქართული სუფრა ხომ პატარა შოუს ჰგავს — ლექსებით, გემრიელი კერძებითა
და თამადობით. ისეთი ემოციური და კალორიული კომბინაციაა, რომ ბოლოს
ყველა ერთხმად ვამბობთ: „მეტი აღარ შემიძლია“.


ხოდა, სწორედ აქ იწყება მეორე მოქმედება – განტვირთვა.

  1. პატარა გასეირნება – დიდი შვება
    სუფრიდან წამოდგომა და 10-15 წუთიანი სეირნობა ყველაზე მარტივი და

ეფექტური ხერხია საჭმლის „დალაგებისთვის“. არც მთებში წასვლა გიწევს –
აივანიც კმარა, ოღონდ ფეხზე დადგე და ცოტა მოძრაობა შეიტანო სხეულში.

  1. ჩაი და ჩურჩხელა – ახალი წყვილი
    ტრადიციული ქართული სუფრის შემდეგ ძლიერი შავი ჩაი და ჩურჩხელის
    პატარა ნაჭერი სასწაულებს ახდენს. კუჭს არ ღალატობს და გულს ათბობს.
    კოფეინის მსუბუქი დოზა და ბუნებრივი შაქარი – ნატურალური განტვირთვა.
  2. სუფრის აპლიკაცია – თვალი სფეისემისკენ
    თუ რესტორნის მენეჯერი ხარ ან უბრალოდ სუფრაზე სერვისს აკვირდებოდი,
    ახლა იდეალური დროა, ჩახედო სფეისემის მონაცემებს. ნახო, როგორ
    მუშაობდა მომსახურება, რა გაიყიდა ყველაზე მეტი და სად შეიძლება
    გაიუმჯობესო პროცესები. განტვირთვაც არის და პროფესიული განვითარების
    მომენტიც.
  3. კინოს პატარა მოზაიკა ან მუსიკა Spotify-დან
    დაასვენე გონება, ჩართე რამე მსუბუქი – ქართული კლასიკა, ან ჯაზი 60-
    იანებიდან. ფილმის დრო არაა? მოკლე სერიები ან დოკუმენტური მასალა –
    იდეალურია.


ტრადიციული სუფრა ჩვენი კულტურის საყვარელი გამოხატულებაა. მაგრამ
ამის მერე სწორად განტვირთვაც ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს
დღის, როგორც თავად სუფრა. მოძრაობა, სითბო, კომუნიკაცია და სფეისემი —
ესაა ჩვენი მოდერნული რეცეპტი ხალისიანი დასასრულისთვის.